საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი

საკეისრო კვეთების მაჩვენებლით საქართველო ევროპის მასშტაბით კვლავ ერთ-ერთ ლიდერად რჩება. ბოლო მონაცემებით, მშობიარობის თითქმის 45% საკეისროზე მოდის, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის 4-ჯერ აჭარბებს.

ქირურგიული ჩარევის პრაქტიკის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ სამშობიაროებისთვის რეგულაციები აამოქმედა.

საკეისრო კვეთების მაღალ სტატისტიკასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე თბილისში გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე 19 ქვეყნის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

გამოიღო თუ არა შედეგი ხელისუფლების ნაბიჯებმა და როგორია საკეისრო კვეთების უახლესი სტატისტიკა საქართველოში, – დეტალები „მოამბეში“.