ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის განცხადება

ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა აცხადებს, რომ საკეისრო კვეთების გადაჭარბებული რაოდენობის მიზეზით, წელს თბილისში ხუთი კლინიკა დაიხურა და 17 დაჯარიმდა.  ჯარიმა 40 ათასი ლარიდან იწყება და 360 ათას ლარამდე აღწევს.

ლოლუას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლობის გარეშე საკეისრო კვეთების რიცხვის შესამცირებლად რეგულაციები 2016 წლიდან აამოქმედა, საკეისრო კვეთების რიცხვი არ შემცირებულა.  მოიმატა გართულებული საკეისროების რიცხვმა.