ხაშურის საავადმყოფოში 40 წლის ორსული მშობიარობისას გარდაიცვალა

18:18, 15.01.2018

ხაშურის საავადმყოფოში 40 წლის ორსული მშობიარობისას გარდაიცვალა. დაღუპულს ორი შვილი დარჩა, ეს მისთვის მესამე მშობიარობა იყო. ხაშურის შინდარას დასახლებაში მცხოვრები კურტანიძეების ოჯახი ქალის გარდაცვალებაში ხაშურის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. ოჯახის წევრები გარდაცვალების მიზეზად საკეისრო კვეთის დაგვიანებულად ჩატარებას ასახელებენ.

მსგავსი