ქარელის სამშობიაროში ოთხი შვილის დედა გარდაიცვალა

ოთხი შვილის დედა გარდაიცვალა ქარელის სამშობიაროში „უნივერსი”. გარდაცვლილი 35 წლის ცხვედაძე ლალი ქარელის რაიონიდან არის. დაგეგმილი საკეისრო კვეთის დროს დედაც და შვილიც გარდაიცვალა. ეს ქალის მეექვსე მშობიარობა იყო. გარდაცვლილს გორში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება ექსპერტიზა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმების ბრალეულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშობიარესთვის ანესთეზია უკვე გაკეთებული იყო და საკეისრო კვეთის დაწყებამდე გარდაიცვალა.