ხარაგაულში გაფიცვა გრძელდება - რას ითხოვენ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები
გაფიცვა გრძელდება ხარაგაულში. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინური კომპანიისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.
ჩინურ კომპანიას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური რკინიგზის გვირაბი გაჰყავს.
მათთან დღეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ირმა ჭოლაძე გვერთვება დეტალებით – რა შედეგით დასრულდა შეხვედრა?