ხანძარს ებრძოდნენ მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში. დამწვარია პუშკინის ქუჩაზე მდებარე ბაზრობის 600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. ცხრა მაღაზია.
დაზარალებულ მოვაჭრეებს მაღაზიები დაზღვეული არ ჰქონდათ.
მოქალაქეები დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ. ერთ-ერთი ობიექტის მესაკუთრის განცხადებით, მისი ზარალი მილიონ ლარს შეადგენს.