ვითარება სტიქიით დაზარალებულ კახეთში

 რთველის წინ მოსავლის გარეშე დარჩენილი ათეულობით ოჯახი – კახეთის სამ რაიონში სტიქიით მიყენებულ ზარალს ჯერ ისევ ითვლიან. სეტყვამ 5 000 ჰექტარი ტერიტორია, ძირითადად ვენახები გაანადგურა. დაზიანებული ყურძნის ჩაბარება სამმა ქარხანამ უკვე დაიწყო. ის ადამიანები კი, რომლებსაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ, კომპენსაციას მიიღებენ.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ ყურძენი დაზღვეული არ ჰქონდათ, მიწის რეგისტრაციის დროს შექმნილი პრობლემაა. თელავი, გურჯაანი, ყვარელი – სტიქიამ მძიმე კვალი ჯამში ათ სოფელში დატოვა. რამდენიმე ოჯახს სახლებიც დაუზიანდა.