უთანხმოება ევროკავშირის ბიუჯეტის გარშემო
უთანხმოება ევროკავშირის ბიუჯეტის გარშემო. 2028-34 წლებზე გათვლილი ფინანსური დოკუმენტის პროექტი წევრი ქვეყნების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.
უთანხმოებას იწვევს გეგმა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნებს ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიით მიღებული დანაკლისის შესავსებად სთავაზობს. იგულისხმება ახალი გადასახადების დაწესება და შემოსავლების ხუთი სხვადასხვა წყარო. ევროკავშირის ყველაზე მსხვილი გადამხდელები პროექტის ხარჯვით ნაწილსაც აპროტესტებენ. სხვა პრეტენზიები აქვთ ცენტრალური ევროპის ქვეყნებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ კორექტირებულ საბიუჯეტო პროექტს ეწინააღმდეგება უნგრეთი და ჩეხეთიც – ორივე ქვეყნის მეთაურები პროექტის იმ ნაწილით არიან უკმაყოფილოები, რომელიც მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსურ დახმარებას ევროკავშირის ვალდებულებად აწესებს. უთანხმოების თემად ქცეულ პროექტზე ორ დღეში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე იმსჯელებენ – შეთანხმების ალბათობა მცირეა.