მშენებლობის ახალი ეტაპი ანაკლიის პორტში
შუა დერეფნის საკვანძო პროექტი – ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სამუშაოების დაწყებიდან ხუთ თვეში ფსკერის დაღრმავება ფაქტობრივად დასრულებულია.
ნავსადგურის ტერიტორიაზე ზღვიდან თითქმის ექვსი მილიონი კუბური მეტრი მიწა ამოიღეს. ხმელეთიდან ზღვაში გადაინაცვლა ტალღმტეხელის მოწყობის სამუშაოებმა. ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ნავსადგურს დიდი ტალღების ზემოქმედებისგან დაიცავს, 2027 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ახალ ფაზაში გადადის პორტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწყობაც. საქართველოს რკინიგზამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. რკინგზის მშენებლობის პროცესში დაფინანსებაში ჩართულია მსოფლიო ბანკი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება. ამავე წელს ნავსადგურმა პირველი გემი უნდა მიიღოს.
სტრატეგიული პორტი, რომელმაც საქართველო საერთაშორისო გადაზიდვებში კიდევ უფრო მნიშვნელოვან მოთამაშედ უნდა აქციოს – ნახეთ გიორგი იდუკაშვილის სიუჟეტი.