Jan De Nul-ის პროექტის დირექტორი – ვვარაუდობთ, რომ ანაკლიაში სამ კვირაში დავამთავრებთ დაღრმავებით სამუშაოებს, პარალელურად, ვაგრძელებთ ტალღმტეხის მშენებლობას, რომლის 30%-ზე მეტი განხორციელებულია

21:07, 24.11.2026

ანაკლიაში ყველა პროცესი გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს, ჩვენ აქ ჩავატარეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის ძალიან მნიშნელოვანი დაღრმავებითი სამუშაოები, – ამის შესახებ Jan De Nul-ის პროექტის დირექტორმა, ერიკ ბეითსმა განაცხადა.

როგორც ანაკლიის ღრამწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებზე საუბრისას ერიკ ბეითსმა აღნიშნა, უკვე მოხდა 5 400 000 კბ/მეტრი ქვიშის ამოღება.

„დაგვრჩა მცირე სამუშაოები, რაც მეტწილად შემოსასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის ფსკერის გაწმენდაა. ვვარაუდობთ, რომ სამ კვირაში სრულად დავამთავრებთ დაღრმავებით სამუშაოებს. პარალელურად რეჟიმში, ვაგრძელებთ ტალღმტეხის მშენებლობას, რომლის 30%-ზე მეტი განხორციელებულია“, – აღნიშნა ერიკ ბეითსმა.

ამასთან, Jan De Nul-ის პროექტის დირექტორის განცხადებით, სამუშაოები უკვე წყალში გადავიდა, ამ ტემპებით ტალღმტეხის მშენებლობა, სავარაუდოდ, მომავალი წლის შუა პერიოდში დასრულდება.

„როგორც Jan De Nul-ის  წარმომადგენელი, მოხარული ვარ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ვმონაწილეობ. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ სამუშაოების მიმდინარეობით, რადგან 2026 წლის ივლისში დავიწყეთ დაღრმავება და ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია“, – განაცხადა პროექტის დირექტორმა.

მსგავსი