ხანძარი ბათუმში

ბათუმში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია. საცხოვრებელ სახლში ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა 24 წლის ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მეზობლების განცხადებით, ხანძრის კერა სწორედ ბავშვების ოთახში იყო, თუმცა დედამ ფანჯარა ჩაამტვრია და მცირეწლოვნების გამოყვანა მოახერხა, რა დროსაც დაზიანებები თავად მიიღო. ცეცხლის ლიკვიდაცია მაშველებმა დროულად მოახერხეს.