სამეგრელო, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი – ხანძრის 140-მდე კერა საქართველოს ხუთ რეგიონში. ცოტა ხნის წინ ახალი კერა გაჩნდა წყალტუბოს რაიონის სოფელ თელნარში, ასევე სამეგრელოში, მუჟავას ტყეში. ამ მომენტისთვის 116 კერა უკვე ჩამქრალია, სამი ლოკალიზებულია, 17-ზე კი მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ წუთებშიც ცდილობენ. ხანძრის შედეგად არცერთ რაიონში არავინ დაშავებულა, ცეცხლი ძირითადად ტყის დაბალ საფარსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მოედო და დასახლებულ პუნქტებზე არ გავრცელებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და დაუდევრობა სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან თავი შეიკავონ.