ხანძარი „გორგიაში“

12:04, 29.08.2022

ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

საწყობში გაჩენილმა ცეცხლმა დაახლობით 300-400 კვ.მ.-მდე ფართობი გაანადგურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობას გაუჩნდა, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალები და აალებადი ნივთიერებები. მიუხედავად ცეცხლის გავრცელების საშიშროებისა, მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

მსგავსი