ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
საწყობში გაჩენილმა ცეცხლმა დაახლობით 300-400 კვ.მ.-მდე ფართობი გაანადგურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობას გაუჩნდა, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალები და აალებადი ნივთიერებები. მიუხედავად ცეცხლის გავრცელების საშიშროებისა, მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება დროულად მოახერხეს.