ხანძარი საბერძნეთში

კვლავ ცეცხლის კვამლშია გახვეული საბერძნეთის კუნძულ როდოსის სოფელი მასარი. გასულ დღეს 2000-ზე მეტი დამსვენებელი სახლში გაბრუნდა. ტუროპერატორებმა გააუქმეს მომავალი მოგზაურობები, ასევე მოსახლეობა ევაკუირებულია უსაფრთხო ადგილას.  საბერძნეთის კუნძულზე უკვე მეშვიდე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან.