რუსთავში, ლესელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის დროს ერთი მამაკაცი დაშავდა და მძიმე დამწვრობა მიიღო. კიდევ ერთი პირი კი კვამლით მსუბუქად მოიწამლა.
ხანძარი ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია.
დაშავებული მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.