ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე ლოკალიზებულია

ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე – ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს. ცოტა ხნის წინ, მთაწმინდის ფერდობზე ბუჩქებსა და ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაღალი ტემპერატურის გამო კი, მისი გავრცელების საშიშროება იყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა. მათი განცხადებით, არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.