გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოება 60 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს სასურსათო პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემს. პანდემიის პირობებში, ხანდაზმულთა დაცვის მიზნით, პროექტი საქართველოს ოთხ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მათ შორის კასპში, სადაც დღეს შეხვედრა გაიმართა. განიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, რომლებიც ხანდაზმულთათვის სხვადასხვა სახის დახმარებას, მომსახურებასა და ინფორმაციის მიწოდებას ეხება.