სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ამ წუთებში მისი ადვოკატი ხვდება.
საუბარი ხადას ხეობაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ეხება. ადვოკატის ინფორმაციით, წინასწარი გეგმით ისინი ბრალდებულთან ერთად დღეს აპირებენ ხადას ხეობაში დანაშაულის ადგილზე ჩასვლას და სწორედ იქ გამოიკითხება ბრალდებული. მისივე ინფორმაციით, სიტყვიერი შეთანხმება საგამოძიებო უწყებებთან მიღწეულია.
საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ შსს-ში. მათი განცხადებით, ექსპერიმენტის ჩატარება დღეს არ არის დაგეგმილი და ამ საკითხზე არც ადვოკატს არ მიუმართავს ოფიციალურად.