ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადება

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი კვლავ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მალხაზ კობაური, არა თუ მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა.

დაკავებული არ აღიარებს დანაშაულს.  მისივე თქმით, დაცვის მხარე, საკუთარი მოსაზრებების დასამტკიცებლად, არაერთი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.