კენჭისყრა პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის დაწყებამდე, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა, სხდომათა დარბაზში დეპუტატებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს უყარეს კენჭი.  ცესკო-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე წარდგენილმა აპლიკანტებმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს. საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3 ან სულ მცირე, 100 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა.

დატოვე კომენტარი