„ძლიერი საქართველოს“ მიმართვა ცესკო-ს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნის თაობაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება დააკმაყოფილა. არჩევნების შემდეგ ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს უფლება საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრი ჰყავდეს . ამ დროისთვის ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ლელომ“ აღნიშნული უფლებით ისარგებლეს და ცენტრალურ

საარჩევნო კომისიაში დანიშნეს კომისიის წევრები. კითხვაზე, – „ცესკო-ში წევრს ნიშნავს ბარიერგადალახული პარტია და ამ ლოგიკით აღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას?“ – ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი სასაცილოა.