ცესკო-ს გადაწყვეტილება

15:16, 01.05.2025

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას, ცესკო-ს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ. ცესკო-ს განცხადებაში ნათქვამია: „ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკო-ს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება. გარკვეული პირები ცდილობენ აღნიშნულის ინტერპრეტირებას 26 ოქტომბრის არჩევნებზე თითქოსდა არსებული დარღვევების აღიარებად.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას. განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამ ფაქტების შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციებისა და ქმედებების პრევენციის მიზნით.”- აცხადებენ ცესკოში.

ცესკო-ს გადაწყვეტილებას და განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი