ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. კელი დეგნანმა მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა.