კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტესშობას აღნიშნავს. დღესასწაულს მასშტაბურად ზეიმობენ ვატიკანში, სადაც სადღესასწაულო მესა რომის პაპმა აღავლინა. პაპმა ფრანცისკემ ტაძარში და წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, რა დროსაც ადამიანურ ცდუნებებზე ისაუბრა და თქვა, რომ რეალური სიმდიდრე თავად ადამიანი და ურთიერთობებია. პონტიფიკოსმა ჯერ კიდევ შობის დღესასწაულამდე მორწმუნეებს ქრისტესშობის მოკრძალებულად აღნიშვნისა და უკრაინელების დახმარებისკენ მოუწოდა. წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან, დღეს, პაპი მორწმუნეებს ქადაგებით მიმართავს და მათ შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.