კუბაზე კასტროების თითქმის 60-წლიანი მმართველობა დასრულდა.
რაულ კასტროს მემკვიდრე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და კუბაზე არსებული ერთადერთი პოლიტიკური პარტიის, კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, მიგელ დიას კანელია. მის კანდიდატურას კუბის ეროვნულმა ასამბლემამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
ვაშინგტონი არჩევნებს არადემოკრატიულად აფასებს. თავად მიგელ დიას კანელს კი ამბიციური გეგმები აქვს. ის კუბის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის და ქვეყნის ოზლაციიდან გამოყვანის პირობას დებს.