ავიაკატასტროფა კუბაზე - დაღუპულია 100-ზე მეტი მგზავრი

ავიაკატასტროფა მოხდა კუბაზე. დაღუპულია 100-ზე მეტი მგზავრი. მათ შორის უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე. არიან გადარჩენილებიც. სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. თვითმფრინავი, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, კუბამ მექსიკური კომპანიისგან შეისყიდა და 1979 წელს იყო გამოშვებული.

ავიაკატასტროფის გამო, კუბის ხელისუფლებამ ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.