კუბაზე ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

კუბაზე ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ 100-ზე მეტ ადამიანს გლოვობენ. ბოინგ 737 ჰავანის აეროპორტის სიახლოვეს გუშინ ჩამოვარდა. სულ დაღუპულია 107 ადამიანი. მათ შორის უცხოეთის 5 მოქალაქე და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. მაშველებმა სამი ქალის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. თვითმფრინავი 1979 წელს იყო გამოშვებული. ის კუბის ხელისუფლებამ მექსიკისგან შეიძინა, კატასტროფის მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია. ცნობილია, რომ ლაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.