კანადაში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კანადაში სასკაჩევანის პროვინციაში მაგისტრალზე ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსში კანადის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის წევრები ისხდნენ. მათი ასაკი 17-დან 21 წლამდე მერყეობს. ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა ოჯახებს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მიუსამძიმრა. „ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია.“ – დაწერა ჯასტინ ტრიუდომ თავის ოფიციალურ გვერდზე.
კანადის მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიუსამძიმრა.