კანადაში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

18:20, 07.04.2018

კანადაში სასკაჩევანის პროვინციაში მაგისტრალზე ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსში კანადის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის წევრები ისხდნენ. მათი ასაკი 17-დან 21 წლამდე მერყეობს. ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა ოჯახებს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მიუსამძიმრა. „ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია.“ – დაწერა ჯასტინ ტრიუდომ თავის ოფიციალურ გვერდზე.

კანადის მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიუსამძიმრა.

 

მსგავსი