თბილისის ზღვაში უსაფრთხო ცურვასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს კამპანია „იცურე მშვიდად“ ინიციატორებმა, ალეკო ცქიტიშვილმა და ანა დოლიძემ. მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ზღვაში სიკვდილიანობის პრევენციისთვის გაკეთდა დამცავი ჯებირები, სპეციალური მანიშნებლები, მაგრამ კამპანიის წევრების განცხადებით, ამასთან ერთად საქართველოს მასშტაბით აუცილებელია სპეციალური დადგენილების მიღება. ალეკო ცქიტიშვილმა და ანა დოლიძემ ასევე ილაპარაკეს პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაზე თბილისის ზღვის სრულ პერიმეტრსა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ წყლის ობიექტებზე.