კალიგრაფიული ხაზებით შექმნილი ექსპოზიციები - ეროვნული გალერეა სეზონს ქართველი მხატვრის, გიორგი გუგუშვილის ექსპრესიულობითა და მონუმენტალურობით გამორჩეული ნამუშევრებით ხსნის
გიორგი გუგუშვილის შემოქმედების ახალი მიმართულება.
წლების განმავლობაში კალიგრაფიული ხაზებით შექმნილი ნამუშევრები მხატვარმა საგამოფენო სივრცეში გადაიტანა. სწორედ კალიგრაფიული კომპოზიციების გამოფენით აგრძელებს ეროვნული გალერეა პანდემიის გამო დროებით შეწყვეტილ სამუზეუმო ცხოვრებას.
გიორგი გუგუშვილი თავის ნამუშევრებში რეალისტურ მიმდინარეობას ასახავს. გამოფენის მიზანია, ახალგაზრდა მხატვარი საზოგადოებას ახალი და განსხვავებული კუთხით გააცნოს. ექსპოზიციის დათვალიერებას ეროვნულ გალერეაში ორ აგვისტომდე შეძლებთ.