კახეთის გზატკეცილზე 13 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა.
სამუშაოებისთვის 6 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პროექტის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს დღეს განახორციელებს, რის გამოც, დღეს, 6 დეკემბერს 21:00 საათიდან 7 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალმომარაგება შეიზღუდება.