„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადება

იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება, სავარაუდოდ, 6 ივნისის 08:00 საათამდე შეეზღუდებათ. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის მგალობლიშვილის ქუჩაზე სამუშაოების დასრულებას შეძლებენ.

დაზიანებული მილის აღდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს. კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, სამუშაოებში ექსპერტებიც ჩაერთვებიან, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია ამ მონაკვეთზე წყალდსადენის ხელმეორედ დაზიანება.

მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმა დღეს დილით ისევ ამოხეთქა. ქუჩაზე  წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები გუშინ დასრულდა.

4 ივნისს, წყლის გაჟონვის გამო გზა ჩაინგრა და ავტომანქანები დაზიანდა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფები.