საგამოძიებო მოქმედებები კახეთის გზატკეცილზე 

სპეცოპერაცია კახეთის გზატკეცილზე.

არსებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალების იმპორტიორი კომპანია „ბროლიდან“ პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბუთები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. ასევე საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის შესაძლო გათეთრებას. გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკა თბილისში მდებარე რამოდენიმე ობიექტში ჩატარდა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. კომპანია „ბროლის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, ვინაიდან მათი კომპანია არ არის მმართველი პარტიის შემომწირველი. მათივე განცხადებით, კომპანიიდან ფინანსური დოკუმენტაციის ამოღებას შეირაღებული სპეც-რაზმი არ სჭირდებოდა.