„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

16:19, 25.07.2019

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

ხვალ დაგეგმილია მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც, ხვალ, 26 ივლისს დილის 10:00 საათიდან 27 ივლისს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკე-საბურთალოს რაიონს. ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის  და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.

მსგავსი