„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
ხვალ დაგეგმილია მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც, ხვალ, 26 ივლისს დილის 10:00 საათიდან 27 ივლისს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკე-საბურთალოს რაიონს. ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.