კახა კუკავა აცხადებს, რომ ნოემბერში დაგეგმილი გამოცდების შედეგად, პედაგოგთა მასობრივი შემცირება იგეგმება.
„თავისუფალი საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მასწავლებლები გამოცდების საკითხებთან დაკავშირებით არ არიან ინფორმირებულნი და არც საგამოდო ტესტია სათანადოდ შედგენილი. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს დადგენილი რეფორმა და დარგის სპეციალისტებთან ერთად შემოწმდეს გამოცდების სტანდარტი.
აღნიშნულ ბრალდებას უპასუხეს განათლების სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რეფორმის დეტალებს კიდევ ერთხელ განმარტავენ.