კახა კუკავა გენერალურ პროკურატურას მიმართავს

„თავისუფალი საქართველოს“ლიდერი კახა კუკავა გენერალურ პროკურატურას 1992 წლის სამხედრო გადატრიალების საქმეზე, სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

კუკავას თქმით, მსგავსი მოთხოვნით პროკურატურას 2013 წელსაც მიმართა, თუმცა მაშინ საგამოძიებო უწყებაში განუმარტეს, რომ საქმის გამოძიება მისი ხანდაზმულობის გამო ვერ მოხერხდებოდა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ მძიმე დანაშაულების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა მთავრობამ გასულ წელს ხუთი წლით გაზარდა და საგამოძიებო უწყებისთვის საქმის გამოძიება უკვე შესაძლებელია.