„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

5 ივლისს GWP-ი ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. შესაბამისად, წყლის მიწოდება დილის 9 საათიდან, 6 ივლისის დილის 11 საათამდე შეეზღუდება გარკვეულ ქუჩებს. ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირს, ალექსიძის, მცხეთის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ატენის და მიმდებარე ქუჩებს; კოსტავას და პეკინის ქუჩების ნაწილს; ჭოველიძის, მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;