ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი თბილისში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.

ჰანს კლუგე პირადად ეცნობა კლინიკურ სასტუმროებსა და კოვიდ-კლინიკებში არსებულ მდგომარეობას. ვიზიტი ხუთ დღიანია. დელეგაციაში ასევე შედის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი, ნინო ბერძული.

როგორ აფასებს საქართველოში არსებულ ეპიდ-ვითარებას ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი, თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს.