ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა

ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო ჯგუფში​ მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ საკითხზე მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, მათ აქვთ იმედი რომ სპეციალურ მედიკამენტს საქართველოში მიმდინარე წლის განმავლობაში შემოიტანენ. მშობლების განცხადებით, ამის თქმის საფუძველს მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლაპარაკი აძლევთ.

შეგახსენებთ, გეგმის მიხედვით აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი მიმდინარე თვის შუა რიცხვებში უნდა დამტკიცდეს.