აქონდროპლაზიის მართვა პრეპარატ „ვოზორიდიტით“ დაიწყო

ერთწლიანი მოლოდინი დასრულდა. აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშიც უკვე ხელმისაწვდომია.

ძვირადღირებულ წამალს სახელმწიფო დააფინანსებს. ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატ „ვოზორიტიდით“ პირველ ეტაპზე ოთხი ბავშვი იმკურნალებს. კვლევების მიხედვით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს, რომელთა ძვლოვანი სისტემა არაპროპორციულად ვითარდება, „ბიომარინის“ მიერ შექმნილი წამალი ზრდაში ეხმარება. მშობლების ხანგრძლივი პროტესტის და აქციების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის, როგორც იშვიათი გენეტიკური დაავადების, მართვის პროტოკოლი მოამზადა. პრეპარატის პირველი დოზა ინექციის სახით იაშვილის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაკეთდება. „ვოზორიდიტი“ ამერიკის და ევროპის ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. თუმცა, შესაძლო გვერდით ეფექტებზე არასრულყოფილი მონაცემების გამო ჯანდაცვის უწყება მედიკამენტის შემოტანისგან თავს იკავებდა.