ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა

15:23, 11.05.2023

პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზსა და მედიკამენტვოზორიდიტის“ ქვეყანაში შემოტანის საკითხებზე იმსჯელეს. სხდომას ესწრებოდნენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონდე ბავშვების მშობლებიც. კომიტეტმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტვოზორიდიტის“ დაფინანსების შესახებ პეტიცია ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. როგორც კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, მათი შვილებისთვის მედიკამენტის მიღების ვადებთან და დაფინანსების პროცესთან დაკავშირებით, მუშაობა გრძელდება. კომიტეტზე განიხილეს ასევე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ფიზიოლოგიური რეაბილიტაციის დაფინანსების საკითხიც.

მსგავსი