საგამოფენო სივრცეში გაცოცხლებული 70-იანი წლების საქართველო. ეროვნული არქივი ფოტოხელოვან ივანე დვალის პერსონალურ ექსპოზიციას მასპინძლობს. წარმოდგენილია 100-მდე ფოტო, რომლებიც მეოცე საუკუნის 70-იანი წლების საბჭოთა საქართველოს ყოველდღიურობას ასახავს. მათ შორისაა საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ უნიკალური მასალები, რომლებიც არქივს რამდენიმე წლის წინ გადაეცა. გამოფენა სახელწოდებით „ივანე დვალის ფოტომატიანე“ ფესტივალ „ქოლგის“ ფარგლებში იმართება.