იუსტიციის მინისტრის მოადგილე “ევროჯასტის” პრეზიდენტს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე

საქართველოსა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტო ევროჯასტს”  შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში იმყოფება, სადაც სააგენტოს პრეზიდენტს შეხვდა.

ვიზიტის მიზანი საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის სამომავლო თანამშრომლობის საშუალებების დაგეგმვა და ორმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხებია.

ევროჯასტი“ არის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან.