ე.წ. ქოლცენტრების თემა - ტრანსნაციონალური დანაშაული

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.

მასშტაბური სპეცოპერაცია შვიდი ქვეყნის სამართალდამცავების მონაწილეობით „ევროჯასტის“ მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა. საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას, რომლების საშუალებითაც თაღლითურად ხდებოდა დიდი ოდენობის თანხების დაუფლება და შემდეგ გათეთრება.

სად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და რა ვითარებაა ე.წ. ქოლცენტრების ოფისებში დღეს, გიორგი კობერიძე არკვევდა.