იუსტიციის მინისტრი პარლამენტში

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. გოჩა ლორთქიფანიძე ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე მიაწვდის ინფორმაციას.