„იუნესკოს“ ნომინაცია

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად არის ნომინირებული.

პირველად საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობით მოხდა წარდგენა. დოკუმენტაციის შესაბამისად, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტად წარდგენილია მტირალას, კოლხეთის, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რომლებიც წარმოადგენენ კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას და ეკოტურიზმის განვითარებას.