ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვა. პროექტის დეტალები კახეთის რეგიონში ადგილობრივებს ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მენეჯერმა დავით კიკნაძემ გააცნო. პროექტი 8 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ბაზაში 20,000-ზე მეტი ფერმერია დარეგისტრირებული. პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.